Phone
consultation hotline
სოფელ ჯიმითის მიწების # 12, 20, 25, 27, 37, 63, 79 და სოფელ მზისგულის # 38, 50, 54, 56 სარეგისტრაციო ბლოკების საკადასტრო აღწერის შედეგები

2017 წლის 5 დეკემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო გიწვევთ სოფელ ჯიმითის მიწების # 12, 20, 25, 27, 37, 63, 79  და სოფელ მზისგულის # 38, 50, 54, 56 სარეგისტრაციო ბლოკების საკადასტრო აღწერის შედეგების გასაცნობად. 

იმ შემთხვევაში, თუკი არ ეთანხმებით საკადასტრო აღწერის (მიწის აზომვის) შედეგებს, გთხოვთ, 15 დეკემბრის 18:00 ჩათვლით მოგვმართოთ შემდეგ მისამართებზე: 

  • სოფელი კაჭრეთი, საზოგადოებრივი ცენტრი
  • სოფელ ჯიმითის ადმინისტრაციული შენობა
  • იუსტიციის სახლის გურჯაანის ფილიალი: ქ.  გურჯაანი თამარ მეფის ქ. №14
  • საჯარო რეესტრის საგარეჯოს ფილიალი: ქ. საგარეჯო, ჯაფარიძის ქ. №2 

აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ აღწერის შედეგები თქვენ მიერ მოწონებულად ჩაითვლება. 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ პროექტის რეგიონულ ფასილიტატორს ან დარეკეთ ცხელ ხაზზე: +(995 32) 2 405 405