Phone
consultation hotline
პროექტების მართვისა და გაყიდვების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი

შუქია ნაროზაული 

შუქია ნაროზაული  სსიპ -  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პროექტების მართვისა და გაყიდვების სამსახურის უფროსის მოვალეობას 2017 წლის 26 ივლისიდან ასრულებს. პარალელურად, ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის მომხმარებელთა მხარდაჭერის სამსახურის უფროსია.

2004 წლის ოქტომბრიდან სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სხვადასხვა პოზიციას იკავებდა:

2004 წლის ოქტომბრიდან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცენტრალური აპარატის ინფორმაციული მართვის ცენტრის სპეციალისტის მოვალეობის შემსრულებელი იყო, 2005 წლის აგვისტოდან - ცენტრალური აპარატის ინფორმაციული მართვის ცენტრის უფროსი სპეციალისტი, 2006 წლის ივნისიდან - ცენტრალური აპარატის ინფორმაციული მართვის ცენტრის მთავარი სპეციალისტი, 2006 წლის ოქტომბრიდან - ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის მთავარი სპეციალისტი, 2007 წლის იანვრიდან - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსის მოადგილე, 2007 წლის ივლისიდან - ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურში მომხმარებელთა მხარდაჭერისა და ტრენინგის მენეჯერი. 2011 წლის ოქტომბრიდან ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურში მომხმარებელთა მხარდაჭერის ჯგუფის უფროსად  იქნა გადაყვანილი, 2014 წლის თებერვლიდან კი - ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტში მომხმარებელთა მხარდაჭერის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად. 2014 წლის აპრილიდან  დღემდე ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტში მომხმარებელთა მხარდაჭერის სამსახურის უფროსად მუშაობს, ამასთან, 2017 წლის 26 ივლისიდან პროექტების მართვისა და გაყიდვების სამსახურის უფროსის მოვალეობას ითავსებს.

1993 – 2000  წლებში ქ. ახმეტის მე-3 საშუალო სკოლაში დაწყებითი განათლების პედაგოგად, ხოლო 2000 – 2004 წლებში მიწის კადასტრისა და საჯარო რეგისტრაციის დანერგვის კავშირში უფლებათა დამდგენად მუშაობდა.

გავლილი აქვს  კვალიფიკაციის ასამაღლებელი სხვადასხვა სასწავლო კურსი, მათ შორის: Training center IT-Knowledge-ში Microsoft Project-ი, ORACLE-ის უნივერსიტეტში Oracle Database10g: SQL Fundamentals I  და Oracle Database10g: SQL Fundamentals II, აგრეთვე კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის პროექტის ფარგლებში (KFW-ის თანადაფინანსებით) გაიარა სასწავლო კურსები (იურიდიული მიმართულებით მომზადდა). 

2000 წელს დაამთავრა თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დაწყებითი განათლების პედაგოგიკისა და მეთოდიკის მიმართულებით.

ფლობს გერმანულ და რუსულ ენებს.

ჰყავს ორი შვილი.