Phone
consultation hotline
ადმინისტრაციული უზრუნველყოფისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი


მარი ხარძიანი

მარი ხარძიანი სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული უზრუნველყოფისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსად 2016 წლის იანვრიდან მუშაობს. 2004 წლის ოქტომბრიდან სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სხვადასხვა პოზიციას იკავებდა, მათ შორის, 2006 წლიდან საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილის. 2004 წლის მაისიდან ოქტომბრამდე მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი იყო. 1998 წლიდან 2004 წლის მაისამდე კერძო სექტორში  საერთაშორისო ურთიერთობების კონსულტანტად და მთარგმნელ-რეფერენტად მუშაობდა.

1998 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი, ხოლო 2008 წელს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) დამთავრების შემდეგ საჯარო მმართველობის მაგისტრის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.

გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი სხვადასხვა, სერტიფიცირებული სასწავლო კურსი (ზოგადი მენეჯმენტი, პროექტების მართვა, სტრატეგიული დაგეგმვა, მიწის მართვა და სხვ.).

მონაწილეობდა მრავალ საერთაშორისო კონფერენციაში. 2016 წლიდან საერთაშორისო ასოციაცია „ევროგეოგრაფიკსის“ მუდმივი კორესპონდენტი, ხოლო 2017 წლიდან გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის მიწის ადმინისტრირების სამუშაო ჯგუფის ბიუროს წევრია.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.