Phone
consultation hotline
USAID - "ბიზნეს კლიმატის რეფორმა"

(სექტემბერი, 2005წ. – სექტემბერი, 2009წ.)

პროექტის ბიუჯეტი: 12,9 მილიონი აშშ დოლარი

პროექტის მიზანი: უძრავი და მოძრავი ქონების რეგისტრაციის სისტემების განვითარების ხელშეწყობა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერება; თანამედროვე არქივის და დოკუმენტის მართვის სისტემის შექმნაში დახმარების გაწევა

პროექტის შედეგი:

  • ელექტრონული დოკუმენტის მართვის სისტემის განხორციელება (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დახმარების უზრუნველყოფა სამართლებრივი ბაზის, პროცედურების და პროტოკოლების განსავითარებლად და სხვ.)
  • IT მხარდაჭერა: სერვერების ოთახის მოწყობა; IT პერსონალისათვის ტრენინგი Oracle-ის მართვასა და სივრცობრივ დამატებაში და სხვა
  • რეესტრის მომხმარებელთათვის გამარტივებული ინსტრუქციების მომზადება
  • სარეგისტრაციო პროცედურების განვითარების ხელშეწყობა
  • სამართლებრივი კონსულტაციები (საკანონმდებლო შესწორებების/ცვლილებების შემუშავება საგადასახადო გირავნობასთან, ქონების დაყადაღების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებასა და სანოტარო მოთხოვნებთან დაკავშირებით)
  • გირავნობის რეესტრის შექმნა
  • ინტერნეტის მეშვეობით საჯარო რეესტრის მთლიანი მონაცემთა ბაზის ხელმისაწვდომობა ინფორმაციის მოძიების ხელშეწყობის მიზნით
  • საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური შესაძლებლობების ზრდა   მომსახურებათა  კვალიფიციური და ერთიანი ფორმით უზრუნველყოფის მიზნით
  • საზოგადოების ინფორმირების ხელშეწყობა