Phone
consultation hotline
USAID - აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო- "მიწის ბაზრის განვითარების" პროექტი

მიწის ბაზრის განვითარების პროექტი (I)

(მაისი, 2001წ. - ივლისი, 2005წ.)

როექტის მიზანი: სათანადოდ მოქმედი მიწის ბაზრის განვითარება და ქონების რეგისტრაციის გამჭვირვალე სისტემის ჩამოყალიბება; კრედიტის ხელმისაწვდომობის გაზრდა ქონებაზე სამართლებრივი უფლებების დამკვიდრებით.

პროექტის ბიუჯეტი:  8,123 მილიონი აშშ დოლარი

პროექტის შედეგი:

  • სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების პირველადი რეგისტრაციის (საკადასტრო სამუშაოები, რეგისტრაცია, საკუთრების დამადასტურებელი სერტიფიკატების გაცემა) უზრუნველყოფა
  • უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებების ხელშეწყობა, სამართლებრივი და მარეგულირებელი გარემოს შექმნა
  • საზოგადოების ინფორმირება მთელი ქვეყნის მასშტაბით
  • მიწის პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციების უზრუნველყოფა
  • საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერა ქონების რეგისტრაციის სისტემის განვითარებაში (სათანადოდ მოქმედი სარეგისტრაციო (შიდა) პროცედურების შემუშავებაში რჩევების და რეკომენდაციების ჩათვლით, ქონების რეგისტრაციისას მომხმარებლის სწრაფი, მასზე ორიენტირებული მომსახურებით უზრუნველყოფისთვის)
  • მომსახურე პერსონალის ტრენინგი

 

მიწის ბაზრის განვითარების პროექტი (II)

(აგვისტო, 2005წ. - სექტემბერი, 2010წ.)

პროექტის მიზანი: სასოფლო-სამეურნეო მიწების პრივატიზაციის პროცესის დასრულება, მიწის ბაზრის განვითარებისა და საკუთრების უფლებების რეგისტრაციის გამჭვირვალე და ეფექტური სისტემის შექმნის ხელშეწყობა

პროექტის ბიუჯეტი: 3,616 მილიონი აშშ დოლარი

პროექტის შედეგი:

  • საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური და ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერება, მათ შორის, რეკომენდაციების მიწოდება ეფექტიანი სარეგისტრაციო პროცედურების დანერგვის მიზნით, რაიონული სარეგისტრაციო სამსახურების ინფორმაციული ხელშეწყობა
  • მონაცემთა ინტეგრაცია გეომონაცემთა ბაზაში (KfW-სპროექტთან ერთად)
  • სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების კანონის აღსრულების მიზნით პრივატიზაციის ეფექტური და გამჭვირვალე პროცედურების შემუშავება
  • რეკომენდაციების მიწოდება პრივატიზაციის პროცესის მართვასა და მიწის პოლიტიკასთან დაკავშირებით შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურებისთვის
  • „თეთრი ლაქების“საკადასტრო აზომვები და რეგისტრაცია
  • საზოგადოების ინფორმირება მთელი ქვეყნის მასშტაბით