Phone
consultation hotline
მოწვევა ინტერესის გამოხატვაზე (საკონსულტაციო მომსახურება -ინდივიდუალური კონსულტანტის შერჩევა)

ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტი (ILMDP) - P133828

კრედიტი № 5456-GE

მიწის ბაზრის განვითარების კომპონენტი

საქართველომ მსოფლიო ბანკისგან მიიღო კრედიტი შერჩეულ არეალებში ირიგაციის და დრენაჟის სერვისების მიწოდების გაუმჯობესებისა და მიწის რეგისტრაციის ეროვნული პროგრამისთვის წესების და პროცედურების შემუშავების მიზნით. 

ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტი (ILMDP) (50 მილიონი აშშ დოლარი) შედგება სამი კომპონენტისგან: 1. ირიგაციის და დრენაჟის განვითარების კომპონენტი (45.65 მილიონი აშშ დოლარი); 2. მიწის ბაზრის განვითარების კომპონენტი (2.25 მილიონი აშშ დოლარი); 3. პროექტის მართვა (2.1 მილიონი აშშ დოლარი). პირველი კომპონენტი ხორციელდება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, პროექტის დაგეგმვისა და მონიტორინგის განყოფილების მეშვეობით (PPMD). მეორე კომპონენტი ხორციელდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ, სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეშვეობით. 

პროექტის მიწის ბაზრის განვითარების კომპონენტი ხელს შეუწყობს: 1. მიწის რეგისტრაციის პროგრამის საპილოტე ფაზისთვის სტრატეგიის, სამოქმედო გეგმის და სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავებას; 2. წესებისა და სახელმძღვანელო პრინციპების შემოწმებისა და ადაპტირების მიზნით, შერჩეულ არეალებში საპილოტე რეგისტრაციას; 3. მიწის რეგისტრაციის მონიტორინგის და მისი ეკონომიკური შედეგების გაზომვის სისტემის შექმნასა და ამოქმედებას. 

საჯარო რეესტრის ეროვნული საგენტო  მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის” მიწის ბაზრის განვითარების კომპონენტის ფარგლებში აცხადებს ინდივიდუალური კონსულტანტების შერჩევას: