Phone
consultation hotline
საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი

ელისო გელაშვილი

ელისო გელაშვილი სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობას 2017 წლის 1 აპრილიდან ასრულებს. პარალელურად, იურიდიული დეპარტამენტის ადმინისტრაციული წარმოების სამსახურის უფროსის მოადგილეა. 2009 წლიდან სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სხვადასხვა პოზიციას იკავებდა.

2011 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა,  სამართალმცოდნის სპეციალობით და ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მიენიჭა, 2015 წელს - საქართველოს უნივერსიტეტი და   საჯარო სამართალში მაგისტრის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.

გავლილი აქვს  კვალიფიკაციის ასამაღლებელი სხვადასხვა სასწავლო კურსი, მათ შორისაა მენეჯმენტის, მოლაპარაკების უნარების, სამართლებრივი წერის და დროის მართვის (საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასწავლო  ცენტრი),  ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის და ვალდებულებითი სამართლის („law of obligations and contracts“) სასწავლო კურსები, გერმანული ენის შემსწავლელი კურსი (გოეთეს ინსტიტუტი), მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო სემინარებსა და კონფერენციებში, მათ შორისაა ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, ევროპული კონვენციისა და ქართული კანონმდებლობის ანალიზი (საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდი), „Justice Today for Peace Tomorrow“ (MICC conference in Berlin).

ფლობს გერმანულ და რუსულ ენებს.