Phone
consultation hotline
 ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის უფროსი

ზვიად ტალიკაძე 

ზვიად ტალიკაძე  სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის უფროსის პოზიციაზე 2016 წლის 16 მაისიდან მუშაობს. 2007 წლის აგვისტოდან სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სხვადასხვა პოზიციას იკავებდა. 2006-2007 წლებში მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა, 2005-2006 წლებში - ქვემო ქართლში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის ფონდში იურისტის თანამდებობაზე.

2003 წელს თბილისის ბიზნესის სახელმწიფო ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი წარჩინებით დაამთავრა,  სამართალმცოდნის სპეციალობით, იურისტის კვალიფიკაციით.

2003–2006 წლებში თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტი იყო.

ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართალში.

გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი სხვადასხვა სასწავლო კურსი და ფლობს სათანადო სერტიფიკატებს.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.