Phone
consultation hotline
ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის უფროსი

გიორგი გადაბაძე

გიორგი გადაბაძე სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის  დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე 2017 წლის 14 ივლისიდან მუშაობს, მანამდე კი ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის უფროსი იყო. 2008 წლის დეკემბრიდან სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში სხვადასხვა პოზიციას იკავებდა. 2008 წელს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში იურისტად მუშაობდა, 2000-2008 წლებში - თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს იურისტად.

2000 წელს  ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი წარჩინებით დაამთავრა,  სამართალმცოდნის სპეციალობით, იურისტის კვალიფიკაციით.

ჩაბარებული აქვს ადვოკატთა სალიცენზიო გამოცდა სამოქალაქო-ადმინისტრაციული სამართლის განხრით.

გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი სხვადასხვა სასწავლო კურსი და ფლობს არაერთ სერტიფიკატს.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.