Phone
consultation hotline
გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკი - „კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის პროექტი“

(2000წ. – მარტი, 2008 წ.)

პროექტის მიზანი: მთელი ქვეყნის მომცველი, კომპიუტერიზებული, მრავალფუნქციური კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის სისტემის შექმნა მიწის ბაზრის განვითარების და ეფექტური, სიცოცხლისუნარიანი მიწათსარგებლობის ხელშეწყობის მიზნით.

პროექტის ბიუჯეტი: 24,75 მილიონი ევრო

პროექტის შედეგი:

  • დაახლოებით 2 მილიონი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვები (საკადასტრო სამუშაოებმა მოიცვა ინტენსიურად გამოყენებადი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები)
  • მესაკუთრეთა დადგენა (2,5 მილიონი)
  • ორთოფოტოების მომზადება
  • სხვა დონორი პროექტების მიერ მოპოვებული მონაცემების ინტეგრაცია
  • გეომონაცემთა ბაზის განვითარება
  • პროგრამული უზრუნველყოფის (Regland++) განვითარება
  • საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დახმარება კადასტრის დ არეგისტრაციის სისტემის განვითარებაში
  • პროექტის ფარგლებში მოპოვებული მონაცემების გადაცემა (გეომონაცემთა ბაზის ფორმით) სააგენტოსთვის
  • რაიონული ოფისებისთვის კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვა
  • რაიონულ სამსახურებში პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია
  • გეომონაცემთა ბაზის ინსტალაცია
  • გეომონაცემთა ბაზაში ინფორმაციის განახლება
  • საკადასტრო სამუშაოები აჭარაში
  • რეგისტრატორების ტრენინგი პროგრამულ უზრუნველყოფასა და მონაცემთა განახლებაში