Phone
consultation hotline
ადამიანური რესურსების მართვის სამსახური

სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ლია კვირჭიშვილი

ლია კვირჭიშვილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობას 2017 წლის 1 მარტიდან ასრულებს. პარალელურად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს  იურიდიულ დეპარტამენტში იურისტად მუშაობს.

2010 წლიდან 2014 წლამდე ის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაციის სამსახურში მთავარ სპეციალისტად/რეგისტრატორად მუშაობდა.

2009 წელს იყო ადვოკატის თანაშემწე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში.

ლია კვირჭიშვილმა 2009 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სპეციალობით - სამართალმცოდნეობა და მიენიჭა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; 2012 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და კერძო სამართალში მაგისტრის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.

გავლილი აქვს  კვალიფიკაციის ასამაღლებელი სხვადასხვა სასწავლო კურსი/ტრენინგი, მათ შორის «საჯარო სამსახურის გავლის წესში და სისტემაში გასატარებელი ცვლილებების შესახებ» (საქართველოს იუსტიციის სასწავლო  ცენტრი),  სასწავლო კურსი «დროის მართვა» (საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასწავლო  ცენტრი), «განგრძობადი იურიდიული განათლების მე-5 ეროვნული კონფერენცია ბიზნეს სამართალში» (სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრი). მათ შორის აქტიურად მონაწილეობდა სისხლის და სამოქალაქო სამართლის ეროვნულ ოლიმპიადებში (Georgian Law Students’ Association). 

2009 წელს ჩაბარებული აქვს სსიპ - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის  გამოცდა, არის სერტიფიცირებული სპეციალისტი (სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაცია).

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

სამსახურის დებულება