ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
consultation hotline
ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი

ლია კვირჭიშვილი

ლია კვირჭიშვილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე 2018 წლის 1 იანვრიდან  დაინიშნა. 2017 წლის პირველი მარტიდან ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობას ასრულებდა. ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე ის იურიდიულ დეპარტამენტში იურისტად მუშაობდა.

2010 წლიდან 2014 წლამდე ის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაციის სამსახურში მთავარ სპეციალისტად/რეგისტრატორად მუშაობდა.

2009 წელს იყო ადვოკატის თანაშემწე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში.

ლია კვირჭიშვილმა 2009 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სპეციალობით - სამართალმცოდნეობა და მიენიჭა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; 2012 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და კერძო სამართალში მაგისტრის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.

გავლილი აქვს  კვალიფიკაციის ასამაღლებელი სხვადასხვა სასწავლო კურსი/ტრენინგი, მათ შორის «საჯარო სამსახურის გავლის წესში და სისტემაში გასატარებელი ცვლილებების შესახებ» (საქართველოს იუსტიციის სასწავლო  ცენტრი),  სასწავლო კურსი «დროის მართვა» (საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასწავლო  ცენტრი), «განგრძობადი იურიდიული განათლების მე-5 ეროვნული კონფერენცია ბიზნეს სამართალში» (სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრი). მათ შორის აქტიურად მონაწილეობდა სისხლის და სამოქალაქო სამართლის ეროვნულ ოლიმპიადებში (Georgian Law Students’ Association). 

2009 წელს ჩაბარებული აქვს სსიპ - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის  გამოცდა, არის სერტიფიცირებული სპეციალისტი (სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაცია).

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.