Phone
consultation hotline
საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი

papuna22 ეკა ერგემლიძე

ეკა ერგემლიძე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის პოზიციაზე 2014 წლის აპრილიდან მუშაობს. მანამდე მას სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის სამსახურის უფროსის მოადგილის  თანამდებობა ეკავა. 

2004  წლიდან ის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა.

ეკა ერგემლიძე სხვადასხვა დროს  მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში მუშაობდა. მისი სამუშაო გამოცდილება კომუნიკაციებში, საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის პოზიციაზე ძირითადად არასამთვრობო და კერძო სექტორს უკავშირდება: 2004-2005 - დეველოპერული კომპანია „კალასის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი;  2001-2004 - სარეკლამო კომპანია „ART LINE“-ს სტრატეგიული პროექტების მენეჯერი; 2000-2003 - არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანება „საქართველოს ერთიანობის ალიანსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი; 1997-2001 - სადაზღვევო კომპანია „ერი“ - ს პროექტების მენეჯერი;

ამას გარდა, კონსულტანტის რანგში ის  სხვადასხვა ბიზნეს და საჯარო ორგანიზაციების საკომუნიკაციო სტრატეგიის შექმნაში მონაწილეობდა.

ეკა ერგემლიძემ 1993 წელს დაამთავრა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მცენარეთა დაცვის ფაკულტეტი, 2014 წელს კი საერთაშორისო საგანმანათლებლო სააგენტო Cambridge Study-ს სპეციალური კურსი „ეფექტური კომუნიკაციების ფსიქოლოგია ტაქტიკასა და ტექნიკაში NLP გამოყენებით“.  1996  წელს მან  Europa Kolleg-ში გერმანული ენის შემსწავლელი კურსი (გერმანია, ქ. ფრანკფურტი),  შემდეგ  კი ამავე სასწავლებელში სპეციალური კურსი „PR და კომუნიკაცია“ გაიარა.

ეკა ერგემლიძეს გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი სხვადასხვა კურსი, მათ შორის მენეჯმენტში. მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო სემინარებსა და კონფერენციებში.

ფლობს  რუსულ და  გერმანულ ენებს.

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.