Phone
consultation hotline
შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო - "საქართველოში კადასტრისა და რეგისტრაციის სისტემის ტრენინგისა და მმართველობის ხელშეწყობა" 

(მარტი, 2005წ. - ივნისი, 2008წ.)

პროექტის მიზანი: რეგისტრაციის და კადასტრის სისტემის განსავითარებლად საქართველოსთვის დახმარება როგორც პროცედურული, ისე საინფორმაციო ტექნოლოგიური ხელშეწყობის ჩათვლით უძრავი ქონების ბაზრისთვის გაუმჯობესებული მომსახურების გაწევის მიზნით; თანამედროვე მენეჯმენტის მეთოდების შემოღება და დანერგვა

პროექტის ბიუჯეტი: 15 174 000 შვედური კრონა (3800 000 ლარი)

     პროექტის კომპონენტები:

  • ინფორმაციის მართვის ცენტრის განვითარება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში
  •  შრომითი რესურსების განვითარება
  •  მენეჯმენტის განვითარება

      პროექტის შედეგი:

  • IT ხელშეწყობა:
    • პროგრამული უზრუნველყოფების არქიტექტურული დოკუმენტის, მომხმარებლის სახელმძღვანელოს, სისტემი სდოკუმენტაციის განვითარება
    • RUP - სისტემის განვითარების მეთოდის შემოღება
    • კონფიგურაციული მართვის – ვერსიის კონტროლის, ცვლილებების მართვის, ცვლილების მეთოდების სწავლება და გამოყენება და სხვ.
  • ქონების შესახებ ინფორმაციის ეროვნული სისტემის განვითარების კონცეფციის განვითარება
  • მომხმარებელთა მოდელების აღწერა და განხორციელება
  • ხედვის განვითარება
  • კადასტრის სტანდარტის განვითარება
  • ქონების რეგისტრაციის პროცედურების განვითარება
  • 5 რეგიონული ოფისის ტექნიკური აღჭურვა
  • მომსახურე პერსონალის სხვადასხვა ტრენინგები:
    • რეგიონული სემინარები
    • სასწავლო ვიზიტები
    • ტრენინგები სარეგისტრაციო პროცედურებში, იურიდიულ საკითხებში, ინფორმაციულ ტექნოლოგიებში
    • პროფესიული ტრენინგი/სემინარები (მათ შორის, Oracle-ში)
    • ინსტრუქტორების სწავლებაში და სასწავლო პროგრამების განსახორციელებლად და სხვ.