Phone
consultation hotline
შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო - "საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ორგანიზაციული განვითარება და მომხმარებელთა გაუმჯობესებული მომსახურება" 

(ივნისი, 2008 – ივნისი, 2013)

პროექტის მიზანი: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ორგანიზაციული განვითარების მხარდაჭერა

პროექტის ბიუჯეტი: 23 500 000 შვედური კრონა (6 000 000 ლარი)

პროექტის შედეგი:

  • CORS (მუდმივმოქმედი საბაზისო სადგურების ქსელის (GPS სადგურების ქსელის) შექმნის მხარდაჭერა; ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა, კონსულტაციები, 4 GPS სადგურის და 13 როვერის შესყიდვა
  •  “Back-up” (მონაცემთა სარეზერვო ასლების) სისტემის შექმნა, “Back-up” სერვერის ოთახის რეკონტრუქცია და აღჭურვა
  • თანამედროვე არქივირების სისტემის შექმნის ხელშეწყობა; მოძრავი თაროების შესყიდვა, სკანირების ცენტრის შექმნა
  • პილოტური პროექტის განხორციელება (სოფ. წოდორეთი) სააგენტოს მონაცემთა ბაზის ხარისხის გაუმჯობესებისთვის შესაბამისი პროცედურების შესამუშავებლად
  • IT მხარდაჭერა (სტრატეგიის შემუშავება, ინფრასტრუქტურის აუდიტი, BI-ს შექმნის ხელშეწყობა და სხვ.)
  • საზოგადოების ინფორმირება და ინტრანეტის განვითარება
  • მომსახურე პერსონალის ტრენინგები, სასწავლო ვიზიტები, სემინარები
  • დამისამართების სისტემის შექმნის ხელშეწყობა (საკონსულტაციო დახმარებები, სასწავლო ვიზიტი)
  • საქართველოს ეროვნული სივრცობრივი მონაცემების ინფრასტრუქტურის სტრატეგიის შემუშავება