Phone
consultation hotline
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალი ოფისის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა

საჯარო რეესტრის ახალი ოფისი დიდი ხეივნის N3 -ში (იუსტიციის სამინისტროს მომიჯნავედ) განთავსდება. საერთო სამშენებლო ფართობი 18045 კვ.მეტრს შეადგენს. შენობის მიმდებარე ტერიტორია კეთილმოეწყობა და გამწვანდება. 

ამჟამად საჯარო რეესტრის ცენტრალური აპარატის თანაშრომლები  სამსახურებრივ ფუნქცია-მოვალეობებს  3 ლოკაციაზე აღმაშენებლის გამზირი N89/24 , წმ. ნიკოლოზის N2  და თბილისის იუსტიციის სახლში ასრულებენ. ახალ შენობაში საჯარო რეესტრის გარდა,  იუსტიციის სამინისტროს სსიპ “სმარტ ლოჯიქის“ ოფისიც  განთავსდება.

თანამშრომლების ერთ ოფისში  განთავსება მნიშვნელოვნად შეამცირებს ადმინისტრაციულ ხარჯებს, დაზოგავს დროს,   გაზრდის შესრულებული სამუშაოს ხარისხს. სამშენებლო სამუშაოები  2018 წლის დეკემბერში დასრულდება. 

ელექტრონული ტენდერი 2016 წლის 30 დეკემბერს გამოცხადდა და 2017 წლის 25 იანვარს დასრულდება.

დაინტერესებულ პირებს სატენდერო დოკუმენტაციის ნახვა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე შეუძლიათ:

https://tenders.procurement.gov.ge/

განცხადების ნომერი  - SPA160032583