Phone
consultation hotline
ადმინისტრაციული რეფორმა

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში განხორციელებული ადმინისტრაციული რეფორმების შედეგად გაიმიჯნა მმართველობითი და ოპერაციული ფუნქციები, მოხდა კადრების ოპტიმიზაცია.   

მოქალაქეთათვის მაქისმალურად გამჭვირვალე და კომფორტული სარეგისტრაციო მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, სარეგისტრაციო სამსახურებმა რეკონსტურქცია განიცადა: გაიმიჯნა წინა და შიდა ოფისები, როგორც ფიზიკურად ისე ფუნქციურად. სააგენტოს თანამშრომლებს, რომლებიც რეგისტრაციასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს იღებდნენ, უკვე აღარ ჰქონდათ კონტაქტი მოქალაქეებთან. გაჩნდა შუალედური - ოპერატორების რგოლი, რამაც მანკიერი კომუნიკაციისა და კორუფციის შესაძლებლობა მინიმუმამდე დაიყვანა.  

წინა და შიდა ოფისების გამიჯნვამ მოგვიანებით ავტორიზებული მომხმარებლების სერვისის შემოღებაც გახადა შესაძლებელი. 

ამჟამად საგენტოში ადმინისტრაციული რეფორმა რეგიონული გამსხვილების მიმართულებით გრძელდება. რეფორმა გადაწყვეტილებების მიღების პროცესისა და შესაბამისი უფლებამოსილი პირების ერთ ადგილზე კონცენტრაციას ითვალისწინებს (bac ოფისის ცენტრალიზება).

პირველ ეტაპზე დაგეგმილი სარეგისტრაციო სამსახურების რეგიონალურ დონეზე გამსხვილება ხელს შეუწყობს ყველა ქალაქსა და რაიონში ერთიანი სარეგისტრაციო პრაქტიკის ჩამოყალბებას,  სიახლეთა იმპლიმენტაციას და სისტემის ერთ სტანდარტზე გადასვლას.  

რეფორმის შემდგომ ეტაპზე,  სარეგისტრაციო პროცესის  ერთი ოფისიდან წარმართვაა დაგეგმილი.