Phone
ეროვნული კლასიფიკატორი

ეკონომიკური საქმიანობად მიიჩნევა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესრტში რეგისტრაციას ექვემდებარება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დამტკიცებული საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორით გათვალისწინებული ეკონომიკური საქმიანობის სახეები. 

სუბიექტის ეკონომიკური საქმიანობის  რეგისტრაციისათვის, სააგენტოში წარდგენილ უნდა იქნას საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის შესაბამისად შედგენილი ეკონომიკური საქმიანობების სახისა და საქმიანობების ადგილის (მისამართი) შესახებ ინფორმაცია. 

საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის შესაბამისად შედგენილი ეკონომიკური საქმიანობების სახისა და საქმიანობების ადგილის (მისამართი) შესახებ ინფორმაცია შევსებული უნდა იყოს იმ თანმიმდევრობითა და სიზუსტით, როგორც ეს მითითებულია ქვემოთ მოცემულ  კლასიფიკატორში. 

სათანადო წესით შევსებული ინფორმაცია შესაძლოა წარმოდგენილი იქნეს ელექტრონული სახით. ელექტრონული სახით  წარმოდგენილი ინფორმაცია, უნდა იქნეს ისეთი ელექტრონული ფორმით (ელექტრონული ცხრილის სახით - xlsx, cvs, ან მსგავსი ფორმატი; კოდირება UTF8), რაც შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს მისცემს შესაბამისი მონაცემების ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით დამუშავების შესაძლებლობას. 

საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის შესაბამისად შედგენილ ინფორმაციაში უნდა მიეთითოს სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი საქმიანობის კონკრეტული სახე და ინფორმაცია სუბიექტის საქმიანობის ადგილის მისამართის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ ერთი სუბიექტის  მიერ ხორციელდება სხვადასხვა საქმიანობა რამდენიმე საქმიანობის ადგილზე, განხადებაში მითითებული უნდა იქნას თითეული საქმიანობის ადგილის მისამართი. 

სუბიექტი უფლებამოსილია მოახდინოს მხოლოდ ეროვნული კლასიფიკატორით გათალისწინებული საქმიანობის სახეების რეგისტრაცია.

სუბიექტი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კლასიფიკატორით გავალისწინებული საქმიანობის სახეებთან შესაბამისობის დადგენა. 

იხ. ბმული  - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დამტკიცებული საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორი