ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
consultation hotline
იურიდიულ პირთა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის არქივირების პროექტი

უსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების ელექტრონული სააღრიცხვო ბარათების შექმნის პროექტს იწყებს.

პროექტის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში 2010 წლამდე რეგისტრირებული 122 464 იურიდიული პირის საქმე დამუშავდება, რაც 7010 ბაინდერს შეადგენს. დაგეგმილი სამუშაოები სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ელექტრონული რეესტრის მონაცემებთან შედარებას, არაზუსტი და ხარვეზიანი მონაცემების გასწორებას, სარეგისტრაციო დოკუმენტაციის დასკანერებასა და თითოეული იურიდიული პირისთვის სრულყოფილი ელექტრონული სააღრიცხვო ბარათი შექმნას ითვალისწინებს.

პროექტის განხორციელების შედეგად აღმოიფხვრება ყველა ის ხარვეზი, რომელიც არასისტემატიზებული არქივისა და ელექტრონული მონაცემთა ბაზებითაა გამოწვეული, გაიზრდება საჯარო რეესტრის სერვისების ხარისხი, შესაძლებელი გახდება ადმინისტრაციული ორგანოებისა და კერძო სექტორის უტყუარი და ზუსტი მონაცემებით უზრუნველყოფა.

აღსანიშნავია, რომ ელექტრონული სააღრიცხვო ბარათების შექმნის პროექტის მნიშვნელოვნად გაზრდის საარქივო დოკუმენტების ხელმისაწვდომობის ხარისხს. თითოეულ იურიდიულ პირზე ციფრულ ფორმატში გადატანილი საარქივო დოკუმენტაცია საჯარო რეესტრის ვებგვერდზე www.napr.gov.ge განთავსდება და ნებისმიერი დაიტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი გახდება.

იურიდიულ პირთათვის ელექტრონული სააღრიცხვო ბარათების შექმნის პროექტის დასრულება 2019 წლისთვისაა დაგეგმილი.