Phone
consultation hotline
რეფორმა

რეფორმების დაგეგმვის, გატარების  თუ სხვადასხვა  პროექტის განხორციელების დროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გუნდის მთავარი მიზანი მოქალაქეზე ორიენტირებული სისტემის ჩამოყალიბება იყო. უწყების განვითარების სტრატეგიასა და ორიენტირს თავიდანვე მოქალაქის სარგებელი და კომფორტი წარმოადგენდა. ყველა ნაბიჯი სწორედ ამ ორიენტირის გარშემო დაიგეგმა და განხორციელდა. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 10 წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმები მოქალაქის კმაყოფილებაზე პირდაპირ აისახა. თუმცა ამ მიმართულებით სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია.  

სააგენტო მომხმარებელზე ორიენტირებულ განვითარების კურსს განაგრძობს. სამომავლოდ დაგეგმილი ყველა პროექტი და ცვლილებაც სწორედ მოქალაქის ინტერესების გამტარებელი იქნება. 

მომხმარებელზე ორიენტირებული, გამჭვირვალე, უსაფრთხო და ერთიანი სარეგისტრაციო სისტემის შექმნის მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეფორმები 4 მიმართულებით გატარდა: საკანონმდებლო, ინსტიტუციური, ადმინისტრაციული და ტექნოლოგიური. მათი წარმატება სწორედ ამ კომპლექსური მიდგომით იყო განპირობებული. 

 

საკანონმდებლო რეფორმა

ინსტიტუციური რეფორმა 

ადმინისტრაციული რეფორმა 

ტექნოლოგიური რეფორმა