ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
consultation hotline
ელექტრონული რეგისტრაცია (ე-რეგისტრაცია)

ბიზნესის დაწყების პროცედურის შემდგომი გამარტივების მიზნით,  საჯარო რეესტრი  ელექტრონული მმართველობის კონცეფციის ფარგლებში, ახალი სერვისის დანერგვის პროექტს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ბიზნეს–სუბიექტების პირველადი რეგისტრაციის არსებული მოდელის პარალელურად,  ელექტრონული რეგისტრაციის ფუნქციონალის დანერგვა. 

ე–რეგისტრაციის სერვისი მომხმარებლისათვის უზრუნველყოფს საჯარო რეესტრში მისვლის გარეშე, ინტერნეტის მეშვეობით განახორციელოს სასურველი სამართლებრივი ფორმით ბიზნესის რეგისტრაციის მოთხოვნის წარდგენა. 

პროექტის იმპლემენტაციისათვის  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ შემუშავდა ელექტრონული სარეგისტრაციო განაცხადის/წესდების ნიმუში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამეწარმეო საქმიანობის თითოეული ფორმის სპეციფიკის გათვალისიწინებით. ელექტრონული სარეგისტრაციო განაცხადი/წესდება შეიცავს სუბიექტის რეგისტრაციისთვის დადგენილ სავალდებოლო მონაცემებს. 

ელექტრონული სარეგისტრაციო განაცხადი/წესდების შევსებისას მომხმარებელი სარგებლობს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს კოორდინირებული მონაცემთა ერთიანი ბაზის სერვისით, რომელიც ადასტურებს მითითებული მონაცემების სისწორეს.  ე-რეგისტრაციის მეშვეობით შევსებული ელექტრონული სარეგისტრაციო განაცხადი/წესდება, რომელსაც გააჩნია ციფრული ხელმოწერა არის ელექტრონულად დამოწმებული და იმავე იურიდიული ძალის მქონე, როგორც მარეგისტრირებელ ორგანოში ან ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტაცია. 

ამ  ეტაპზე მიმდინარეობს ელექტრონული ფუნქციონალის პროგრამული უზრუნველყოფისა და ტექნიკური მხარის დამუშავების პროცესი. მათ შორის, სატესტო რეჟიმში ფუნქციონალის შეფასება და დეტალური დახვეწა, რის შემდეგაც საჯარო რეესტრი  მომხმარებელს შესთავაზებს ახალ სერვისს.