Phone
განხორციელებული პროექტები
  • 2012 წელს USAID – ის პროექტის ფარგლებში განხორციელდა თბილისის დამისამართების პროექტი. მომზადდა მონაცემები თბილისში არსებული გეოგრაფიული ობიექტების შესახებ. მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე შეიქმნა მისამართების ელექტრონული ბაზა, სადაც თავი მოიყარა მონაცემებმა საგზაო ფენის და შენობა-ნაგებობების, იქ არსებული ფართების შესახებ, დადგინდა  კონკრეტული უძრავი ნივთის მესაკუთრეები და მოსარგებლები. 
  • 2012-2013 წლებში რუსთავის, ქუთაისის, ბათუმის, ზუგდიდის, გორის, თელავისა და ბოლნისის დამისამართება განხორციელდა. პროექტის ფარგლებში მოხდა ქალაქებში  არსებული უძრავი ქონების აღწერა-ინვენტარიზაცია, შეიქმნა გზების, ქუჩების, გზატკეცილების, საგზაო ნიშნების, შენობა-ნაგებობების, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების  ელექტრონული მონაცემები, მოხდა  უძრავი ნივთის მესაკუთრეების იდენტიფიკაცია და დადგინდა უძრავი ნივთების ტიპები (სკოლა, ბაღი, საავადმყოფო,  რკინიგზა, ბანკი და ა.შ). 
  • 2014 წელს დამისამართდა ფოთი, ლანჩხუთი, სამტრედია, სენაკი, ზესტაფონი, ახალციხე, ქობულეთი, ოზურგეთი, გურჯაანი, საგარეჯო, ხაშური და მცხეთა. 
  • 2012 წელს საქართველოს კანონის „საჯარო რეესტრის შესახებ“ განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა ნუმერაციის წარმოება ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვარში შემავალ გეოგრაფიულ ობიექტებზე. შეიქმნა  მისამართებზე განცხადებების მიღების პროგრამა, რომლის საშუალებითაც ხდება გადაწყვეტილებების გამოტანა. 
  • საკრებულოს სახელდების კომისიასთან თანამშრომლობის ფარგლებში, თბილისში რამდენიმე ასეულ უსახელო ქუჩას სახელი  მიენიჭა. შეცვლილი მისამართების მიუხედავად, თბილისის მაცხოვრებლებს დოკუმენტების ხელახლა აღება არ უწევთ. ცვლილებების მიუხედავად, საკუთრებისა და მოქალაქეების შესახებ საჯარო და სამოქალაქო რეესტრების ბაზებში შენახულია როგორც ძველი, ისე კორექტირებული მონაცემები. 
  • დასრულდა თბილისის ქუჩების დასახელებების რეესტრის შექმნის პროექტი, რაც მოსახლეობას მნიშვნელოვნად უმარტივებს ბოლო წლების განმავლობაში ქუჩების გაყოფის, მათი სახელების ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მიღებას. ამავდროულად აღნიშნული რეესტრი გამორიცხავს ერთი და იგივე დასახელების ქუჩების გამეორებას და სხვა მსგავს შესაძლო ხარვეზებს.
  • დასრულდა მცხეთის მუნიციპალიტეტში შემავალი დასახლებული პუნქტების დამისამართება. 63 სოფელში მოხდა არსებული გეოგრაფიული ობიექტების აღწერა-ინვენტარიზაცია და უძრავი ქონების მესაკუთრეთა იდენტიფიკაცია
  • 2015 წელს განხორციელდა იმერეთის რეგიონის (11 მუნიციპალიტეტი) და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამი მუნიციპალიტეტის (ქობულეთი, ხელვაჩაური, ქედა) ყველა დასახლებული პუნქტის აღწერა-ინვენტარიზაცია.