ადაპტირებული ვებ გვერდი

Phone
მიმდინარე პროექტები

ამჟამად საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სამუშაოებს რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულებით წარმართავს:

სისტემური  ნუმერაცია

  • მიმდინარეობს თბილისში მისამართების კორექტირების პროცედურა, რაც ქალაქში არსებული არასწორი სამისამართო სისტემის მოწესრიგებას გულისხმობს. დედაქალაქში მრავლადაა გარე ნუმერაციის არმქონე შენობა-ნაგებობები, რომლებსაც ნომრის ნაცვლად მისამართად მითითებული   მომიჯნავე ან ახლოს მდებარე რაიმე სახის გეოგრაფიული ობიექტი აქვთ. მაგალითად, ხიდის მიმდებარე, შორის, გასწვრივ, მოპირდაპირედ და ა.შ.  სულ ასეთი ტიპის მისამართების რიცხვი 13 500 ერთეულს შეადგენს. ამ ეტაპზე გასწორებულია ვაკის, საბურთალოს, დიდუბის, გლდანის, ჩუღურეთის  და ისნის რაიონებში არსებული 8 900 სამისამართო ერთეული. სამუშაოები კი  სამგორის რაიონში გრძელდება.
  • ხდება ე.წ. იტალიურ ეზოებში არსებული ბინების ნუმერაციის მოწესრიგება. თბილისში არსებული იტალიური ტიპის ეზოები 50 000-მდე საცხოვრებელ ბინას აერთიანებს. ბინების შიდა ნომრების არარსებობის გამო, ერთი და იგივე მისამართზე ათობით ადამიანია ჩაწერილი. სააგენტო უძრავ ქონებაზე ნუმერაციის მინიჭების შემდეგ გადაწყვეტილებას ყველა მოსახლეს პირადად აწვდის. ამ ეტაპზე დასრულებულია დიდუბის, ჩუღურეთის, ისნის და კრწანისის რაიონებში არსებული იტალიური ეზოების ნუმერაცია, დანომრილია 972 ეზოში არსებული 14 358 ბინა ერთეული.
  • სწორდება დუბლირებული მისამართები: არის შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა შენობებს ერთი და იგივე მისამართი აქვთ ან ამ შენობებში არსებული ბინების ნუმერაცია ერთმანეთს ემთხვევა. ასეთი ფაქტები მოქალაქეებს უძრავი ქონების რეგისტრაციისას გარკვეულ შეფერხებებს უქმნის და ხშირად ხდება გაუგებრობისა თუ დავის საგანი. მისამართების კორეატირების მესამე ეტაპი სწორედ ასეთი ხარვეზების გამოვლენას, გამოსწორებას და სისტემური ნუმერაციის დანერგვას ემსახურება. სისტემური ნუმერაციის დროს ერთნაირი, დუბლირებული მისამართების მქონე შენობა–ნაგებობებსა და მათში არსებულ სხვადასხვა ფართებზე კორექტული ნუმერაციის მინიჭება ხდება.

 დამისამართება. 

  • ქალაქ თბილისში გრძელდება ე.წ. „იტალიური ეზოების“ სისტემური ნუმერაცია, აღნიშნული პროცესის დასრულება მიმდინარე წლის განმავლობაში.
  • გრძელდება დედაქალაქის საკრებულოს სახელდების კომისიასთან თანამშრომლობა ქალაქ თბილისში არსებული უსახელო ქუჩებისათვის სახელწოდების მინიჭების მიზნით. დღემდე კომისიისთვის მომზადებულ იქნა 400-მდე უსახელო ქუჩის ციფრული ფორმატის სამისამართო პროექტი.

  • თბილისის კეთილმოწყობის სამსახურის საპროექტო განყოფილებაში, სამისამართო აბრების განთავსების მიზნით, დღემდე  გადაგზავნილია 85 ქუჩის ციფრული ფორმატის სამისამართო პროექტი შესაბამისი გადაწყვეტილებებით.

  • 17 ქალაქში დასრულდა სსგს–ს პროექტის ფარგლებში მიმდინარე ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართებზე მოსახლეობის იდენტიფიკაციისას აღმოჩენილი შეუსაბამობების და უზუსტობების კორექტირება.
  • 2016 წელს შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) დაფინანსებით განხორციელდება ქვეყნის სამი რეგიონის: კახეთის, შიდა ქართლის და ქვემო ქართლის გეოგრაფიული ობიექტების აღწერა–ინვენტარიზაცია და სამისამართო პროექტების მომზადება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია დამატებითი გეოინფორმაციული სისტემების – GIS ჯგუფის  და აღნიშნულ რეგიონებში მომუშავე საველე ოპერატორების ჯგუფის შექმნა, რომელთა საშუალებითაც მოხდება დაგეგმილი სამუშაოების განხორციელება.