Phone
consultation hotline
ევროკავშირის პროექტი „კერძო და ადმინისტრაციული სამართლის სისტემის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“

(იანვარი, 2016 წ. - დეკემბერი, 2017 წ.)

პროექტი ხორციელდება GIZ-ის  „ევროპულ სტანდარტებთან სამხრეთ კავკასიის სამართლებრივი დაახლოების“ პროგრამის ფარგლებში

პროექტის მიზანი: კერძო და ადმინისტრაციული სამართლის სისტემების განვითარების ხელშეწყობა.  ამ მიმართულებებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება. პროექტის მიზნები შეესაბამება საქართველოს ნაკისრ ვალდებულებებს ევროკავშირთან სამართლებრივი დაახლოების კუთხით. 

პროექტის მთლიანი ბიუჯეტი: 2 000 000 ევრო

პროექტის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან დაკავშირებული კომპონენტის საქმიანობა:

  • ტრენინგი მოსამართლეებისთვის, ნოტარიუსებისთვის, საჯარო მოხელეებისთვის, საჯარო რეესტრის პერსონალისთვის და ადვოკატებისთვის საკუთრების უფლებასა და მიწის ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე
  • მიწის რეგისტრაციის სახელმძღვანელოს შემუშავება სამართლის ექსპერტებისა და პრაქტიკოსებისთვის
  • ტრენინგი საჯარო რეესტრის რეგიონული პერსონალისთვის მიწის რეგისტრაციასა და მართვაში, მიწის ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ სპეციალურ ადგილობრივ კომისიებთან თანამშრომლობის ხელშეწყობა, განსაკუთრებით დავების გადაჭრის ალტერნატიული მექანიზმების გაუმჯობესების კუთხით
  • საჯარო რეესტრის საზოგადოების ინფორმირების საქმიანობების მხარდაჭერა (მაგ. საკუთრების უფლების ტიპური შემთხვევების განხილვისთვის მომხმარებელზე ორიენტირებული პლატფორმის შექმნა)
  • საქართველოს მიწის ადმინისტრირების სტრატეგიის შემუშავების ხელშეწყობა
  • საჯარო რეესტრის პერსონალის შესაძლებლობების განვითარება: სასწავლო პროგრამის შექმნა, რომელიც ასევე მოიცავს ტრენინგს მიწის ადმინისტრირების საკითხზე
  • სამართლებრივი კონსულტაცია საჯარო რეესტრის შესახებ კანონთან დაკავშირებულ ინსტრუქციებში ახალი რეგულაციების და შესწორებების შედგენაში და ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის (NSDI) შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით