ამზომველების დასაქმება

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ამზომველები დაასაქმა

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, ამზომველის პოზიციაზე კონკურსში გამარჯვებულ კანდიდატებთან შეხვედრა გაიმართა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, ვახტანგ ბოხაშვილი, სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, ახალ თანამშრომლებს საამზომველო პროცესების მაღალი სტანდარტით შესრულების მნიშვნელობაზე ესაუბრა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, ამზომველების პროფესიულ გადამზადებასა და სერტიფიცირებას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს.

სააგენტომ სისტემური რეგისტრაციის პროცესში, შესაბამისი გადამზადების შედეგად, 2022 წელს დაასაქმა და უკვე სამუშაო პროცესში ჩართულია: 300 რეგისტრატორი და 434 უძრავი ქონების ამგეგმავი, მათ შორის 80 ქალი.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, 2022-2024 წლებში, გეგმა-გრაფიკის მიხედვით, აზომავს და კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში, სრულიად უფასოდ, დაარეგისტრირებს მიწის ნაკვეთებს.