საჯარო ლექცია

სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით საჯარო ლექცია გამართა

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდული დეპარტამენტის უფროსმა თამარ ხუბაშვილმა კავკასიის უნივერსიტეტში საჯარო ლექცია ჩაატარა.

ლექციაზე თამარ ხუბაშვილმა სტუდენტებს მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის მიმდინარეობა და გამოწვევები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საკუთრების რეგისტრაციის საკითხები და სააგენტოს სხვა მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო.

სტუდენტებმა ასევე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს მიწის რეგისტრაციისას სასამართლო წარმოებასთან დაკავშირებულ თავისებურებებზე.

საჯარო ლექცია კავკასიის უნივერსიტეტში, ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში ჩატარდა.