UNWGIC

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დელეგაციამ, გაეროს მსოფლიო გეოსივრცითი ინფორმაციის მეორე კონგრესის (UNWGIC)მონაწილეებს ქართული გამოცდილება გაუზიარა


იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა, ინდოეთში გამართულ გაეროს მსოფლიო გეოსივრცითი ინფორმაციის მეორე კონგრესზე (UNWGIC) მონაწილეებს გეოსივრცით სფეროში საქართველოს გამოცდილება გაუზიარეს.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საქართველოს სახელით აღნიშნული კომიტეტის წევრია, როგორც გეოინფორმაციული სფეროს პოლიტიკის ძირითადი განმსაზღვრელი უწყება ქვეყანაში. ღონისძიებაზე სააგენტოს დელეგაციის წარმომადგენლებმა პრეზენტაცია წარადგინეს

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო პროექტების წარმატებით განსახორციელებლად აქტიურად იყენებს გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის სისტემებს.


კონგრესზე მიღებული გამოცდილება ხელს შეუწყობს მსოფლიოში წამყვან დარგობრივ უწყებებთან და ექსპერტებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, ასევე, ახალი პროექტების მოზიდვას.

(UNWGIC) კონგრესი გეოსივრცითი სფეროს მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებაა და მიზნად ისახავს გაეროს წევრ სახელმწიფოებს შორის გეოსივრცითი ინფორმაციის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებასა და გამოცდილების გაზიარებას.