ანგარიშის წარდგენა (UN Women)

საინფორმაციო შეხვედრა გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების საკითხებზე

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის(UN Women) თანამშრომლობის ფარგლებში, სააგენტოს სამუშაო ჯგუფმა თანამონაწილეობითი გენდერული აუდიტის ანგარიში წარადგინა. ანგარიში ეხებოდა პროექტს „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“.

გენდერული აუდიტის ძირითადი ამოცანაა, მოახდინოს სააგენტოს გენდერული ანალიზი და შეისწავლოს უწყებაში არსებული გენდერული პოლიტიკა, გამოავლინოს, როგორ აღიქმება თანამშრომლების მიერ თანასწორობის საკითხი და რამდენად პრიორიტეტულია.

განიხილეს კვლევის მიგნებები, წარმატებული პრაქტიკა და რეკომენდაციები თითოეული სფეროს მიხედვით. პოზიტიურად შეფასდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ შესრულებული რეკომენდაციები და გენდერული გაძლიერებისკენ მიმართული ღონისძიებები. ასევე, თანამონაწილეობითი გენდერული აუდიტის რეკომენდაციების შესაბამისად, გენდერული თანასწორობის საკითხები გათვალისწინებულია სააგენტოს განვითარების სტრატეგიაში.

ერთობლივ სამუშაო შეხვედრას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პროექტი ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება.