(TİKA) დელეგაციის ვიზიტი

თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს ვიზიტი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) დელეგაცია ეწვია.

ვიზიტის ძირითადი მიზანი იყო მხარეთა შორის სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა და კონკრეტული აქტივობების დაგეგმვა.

თურქული მხარე გაეცნო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმიანობას, მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს.

შეხვედრას ესწრებოდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ოლეგ (ბაჩო) თორთლაძე, თავმჯდომარის მოადგილე - ლაშა ლობჯანიძე,

TİKA-ს თბილისის ოფისის კოორდინატორი - თუბა ოზუთოქი,

TİKA-ს თბილისის ოფისის კოორდინატორის მოადგილე - სალიჰა გიუნერ ბაირაქდარი

TİKA თურქეთის რესპუბლიკის საერთაშორისო ტექნიკური დახმარების ორგანიზაციაა.

თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ,1994 წლიდან დღემდე, საქართველოში, განახორციელა 600-ზე მეტი პროექტი განათლების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, ადმინისტრაციული და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიმართულებით.