ონლაინ შეხვედრა პედაგოგებთან

სისტემური რეგისტრაცია 2024

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის საინფორმაციო კამპანია გრძელდება.

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა იმერეთის, სამეგრელოსა და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონების მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების მასწავლებლებთან საინფორმაცია შეხვედრა ონლაინ რეჟიმში გამართეს.

შეხვედრის მონაწილეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის აქტუალურ საკითხებზე, რაც ხელს შეუწყობს მასწავლებელთა ცნობიერების ამაღლებას, მოქალაქეთა ინფორმირებასა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას მიმდინარე პროცესში.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022-2024 წლებში მიწის სისტემურ რეგისტრაციას განახორციელებს მთელი საქართველოს მასშტაბით, ეტაპობრივად, 59 მუნიციპალიტეტში (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა და თვითმმართველი ქალაქებისა).

მიწის სისტემური რეგისტრაცია მიმდინარეობს ელექტრონულად, გეგმა-გრაფიკის მიხედვით და არის უფასო.

შეხვედრას ესწრებოდნენ ცაგერის, ტყიბულის, ონის, ამბროლაურის, ჭიათურის, საჩხერის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, აბაშის,ზუგდიდის, მარტვილის, სენაკისა და ხობის მუნიციპალიტეტების სკოლების მასწავლებლები.

მიწის სისტემური რეგისტრაცია 2024.

🌐კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: http://slr.napr.gov.ge/schedule