ფაქტორინგის რეესტრი

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) ერთად ფაქტორინგის ხელშეკრულებების ელექტრონული რეესტრის შემუშავების პროცესში ჩაერთო

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) ფაქტორინგის ხელშეკრულებების ელექტრონული რეესტრის შემუშავებისთვის, მიზანშეწონილობის კვლევას იწყებს. გამარჯვებული კონტრაქტორი კომპანია KPMG სსიპ საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სისტემაში ფაქტორინგის გარიგებათა რეესტრის ინტეგრირების შესაძლებლობებს შეისწავლის. კვლევა აგრეთვე განსაზღვრავს სარეგისტრაციო პლატფორმის შემუშავებისა და დანერგვისთვის საჭირო დეტალურ ტექნიკურ მოთხოვნებსა და ხარჯთაღრიცხვას. მიზანშეწონილობის კვლევა 2022 წლის ბოლოსთვის დასრულდება.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) და ინვესტორთა საბჭომ მხარი დაუჭირეს ფაქტორინგის შესახებ კანონპროექტის შემუშავებას, საქართველოში ფაქტორინგის პროდუქტების დანერგვის ხელშესაწყობად. აღნიშნული პროცესის განმავლობაში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და ინვესტორთა საბჭო მჭიდროდ თანამშრომლობდნენ იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და საქართველოს ეროვნულ ბანკთან. ფაქტორინგის ოპერაციების რეგისტრაციის ცენტრალიზებული ელექტრონული პლატფორმის შექმნა აუცილებელია ახალი კანონის სრულყოფილად ამოქმედებისთვის.

აღნიშნული პლატფორმის ჩამოყალიბება ბაზარზე, ხელს შეუწყობს ჯანსაღი გარემოს განვითარებასა და კომპანიებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას.

მიზანშეწონილობის კვლევის დაწყების ონლაინ პრეზენტაცია გაიმართა სადაც მონაწილეობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ოლეგ (ბაჩო) თორთლაძემ მიიღო.