საინფორმაციო შეხვედრა ახალციხესა და ქარელში

მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, ქარელსა და ახალციხეში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ქარელისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში განიხილეს რეფორმის მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობები.

სამუშაო შეხვედრებზე სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ - ვახტანგ ბოხაშვილმა, სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს აგეგმვითი სამუშაოების მიმდინარე აქტივობები დეტალურად გააცნო.

ქარელისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში მომდევნო თვეებში სრულად აიზომება ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი სოფლები.

მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით, ქვეყნის 59 მუნიციპალიტეტში ხორციელდება (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა და ოკუპირებული ტერიტორიებისა).

2022 წლიდან დღემდე აიზომა 821 226 მიწის ნაკვეთი. საკუთრების უფლება რეგისტრირებულია 620 980 მიწის ნაკვეთზე.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022-2024 წლებში გეგმა-გრაფიკის მიხედვით ზომავს და კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არეგისტრირებს მიწის წაკვეთებს.

პროექტით სარგებლობა არის სრულიად უფასო.

შეიქმნება ერთიანი ზუსტი კადასტრული და სამართლებრივი სურათი (რუკა). ასევე, განვითარდება უძრავი ქონების ბაზარი.

კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: slr.napr.gov.ge/schedule