არაბთა დელეგაცია სააგენტოში

არაბთა გაერთიანებული საამიროების სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში

არაბთა გაერთიანებული საამიროების დელეგაციას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე - დავით დევიძე, სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა და სააგენტოს საქმიანობა, უძრავი ქონებისა და ბიზნესის რეგისტრაციის სისტემა, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა, ინოვაციური სერვისები, მნიშვნელოვანი პროექტები და მიღწევები გააცნო.

შეხვედრა საქართველოსა და გაერთიანებულ არაბთა საამიროებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ჩატარდა და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მორიგი ეტაპია.

შეხვედრა მიზნად ისახავდა სააგენტოს გამოცდილების გაზიარებას, სახელმწიფო სერვისებისა და ინოვაციების მიმართულებით ინფორმაციის გაცვლას და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით სამომავლო გეგმების დასახვას.

სამუშაო შეხვედრას არაბთა გაერთიანებული საამიროების კონკურენტუნარიანობისა და სამთავრობო გამოცდილების გაცვლის საკითხებში კაბინეტის მინისტრის მოადგილე, საამიროების ელჩი საქართველოში, სამთავრობო გაცვლითი პროგრამის (Government Exchange Program) გუნდის ხელმძღვანელი და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ესწრებოდნენ.