იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ინტელექტუალური შეჯიბრის „რა? სად? როდის?“ ტურნირი ჩატარდა
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ ტურნირი გაიმართა.
ტურნირში სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ-ების თანამშრომლებისგან დაკომპლექტებული 14 გუნდი მონაწილეობდა.
ტურნირის გამარჯვებული 24 შესაძლებლობიდან 21 ქულით გახდა იუსტიციის სისტემის მოქმედი ჩემპიონი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ნაკრები გუნდი „NAPR Old School”. ვიცე ჩემპიონები 17-17 ქულით გახდნენ იუსტიციის სამინისტროს აპარატისა და საქართველოს ეროვნული არქივის გუნდები „ჰექსაგონი“ და „სშკ“.
გამარჯვებული გუნდები დააჯილდოვეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ - დავით დევიძემ, თავმჯდომარის მოადგილემ - ვახტანგ ბოხაშვილმა და წამყვანმა - გიორგი მოსიძემ.
ტურნირი „რა? სად? როდის?“ სააგენტოს თანამშრომლებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი უნარები ინტელექტუალური მიმართულებით გამოსცადონ. მსგავსი ტიპის აქტივობები მიზნად ისახავს თამაშის მონაწილეებს შორის გუნდური მუშაობის უნარების განვითარებას.