შეხვედრა მასწავლებლებთან

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ახალციხის, ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების მასწავლებლებთან შეხვედრა გამართეს. პრეზენტაციას მასწავლებლებთან ერთად სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ვიზიტის მიზანი იყო მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობებზე მასწავლებლებისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო 2022 - 2024 წლებში საქართველოს 59 მუნიციპალიტეტში (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა და თვითმმართველი ქალაქებისა) სისტემური წესით ეტაპობრივად აზომავს და კერძო, სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს დაარეგისტრირებს. მიწის სისტემური რეგისტრაცია სამცხე-ჯავახეთის მხარეში გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს და არის სრულიად უფასო. საინფორმაციო შეხვედრას ესწრებოდნენ: აგარის, ფერსას, ოთას, დამალას, დილისკას, ბოლაჯაურის, უდეს, ლელოვანის, სამყურის, სათხასა და ჯიგარაშენის საჯარო სკოლების მასწავლებლები. მიწის სისტემური რეგისტრაცია 2024. კონკრეტულ ადმინისტრაციულ ერთეულებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების განრიგის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: slr.napr.gov.ge/schedule