მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, ლაგოდეხის, ხაშურის, ბოლნისის, სენაკის, ხობის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ერთეულებში ჩატარებული საკადასტრო სამუშაოების მონაცემები საჯაროდ გამოქვეყნდა.
19 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით ლაგოდეხის, სენაკის, ხაშურის, ბოლნისისა და ხობის მუნიციპალიტეტებში შემავალ ადმინისტრაციული ერთეულების ადგილობრივ მაცხოვრებლებსა და დაინტერესებულ პირებს, შესაძლებლობა აქვთ აგეგმვითი სამუშაოების შედეგებს, სარეგისტრაციო დოკუმენტაციას, გადაწყვეტილებებს აზომილ ნაკვეთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ და საკადასტრო რუკებს საჯაროდ გაეცნონ.
მონაცემების გაცნობა შესაძლებელია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე www.napr.gov.ge , www.slr.napr.gov.ge
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე
ხაშურის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე
სენაკის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე
ხობის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე
https://www.khobi.ge/index.php
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში,
ადმინისტრაციული ერთეულების: არეშფერანისა და გიორგეთის ადმინისტრაციულ შენობებში. ასევე, იუსტიციის სახლებში.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, თეკლათის, ფოცხოს, ხორშის, ზანასა და ნოსირის ადმინისტრაციულ შენობებში. ასევე, იუსტიციის სახლებში.
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, ხაშურის მუნიციპალიტეტის ოსიაურის ადმინისტრაციულ შენობებში. ასევე, იუსტიციის სახლებში
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში , რაჭის უბნის ადმინისტრაციულ შენობაში. ასევე, იუსტიციის სახლებში
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, ხამისკურის, ზემო ქვალოვანის, ქვემო ქვალოვანის, შუა ქვალოვანის და ახალსოფლის ადმინისტრაციულ შენობებში. ასევე, იუსტიციის სახლებში
იმ შემთხვევაში, თუკი არ ეთანხმებით საკადასტრო აღწერის (მიწის აზომვის) შედეგებს, გთხოვთ, 19 ივნისიდან 19 ივლისის 16:00 საათის ჩათვლით, მოგვმართოთ განცხადებით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, შედეგები თქვენ მიერ მოწონებულად ჩაითვლება.
დამატებითი კითხვის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: +(995 32) 2 405 405.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №798 ბრძანებით განსაზღვრულ 59 მუნიციპალიტეტში სისტემური რეგისტრაციის პროექტს ახორციელებს.