გეოსივრცითი მსოფლიო ფორუმი

გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა გეოსივრცით მსოფლიო ფორუმში მონაწილეობა მიიღო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გეოდეზიისა და გეოინფორმაციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა მონაწილეობა მიიღო 2022 წლის გეოსივრცით მსოფლიო ფორუმში, რომელიც გაიმართა ამსტერდამში. ღონისძიება მოიცავდა წინასაკონფერენციო ტრენინგ პროგრამასა და კონფერენციას გეოსივრცით საკითხებთან დაკავშირებით. ფორუმის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს გეოსივრცითი ცოდნის ინფრასტრუქტურის (GKI) შესაბამისობა ეკონომიკასთან, გარემოსთან და მისი მნიშვნელობა მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) მიღწევაში; გეოსივრცითი მსოფლიო ფორუმი იმართება ყოველწლიურად გაეროს სტატისტიკის სამსახურსა (UNSD) და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით. გეოსივრცითი მსოფლიო ფორუმი მოიცავს გეოსივრცითი ტექნოლოგიების, ტექნოლოგიური პროცესების, პოლიტიკისა და პრაქტიკის საკითხების მთელ სპექტრს. გეოსივრცითი მსოფლიო ფორუმი მიზნად ისახავს გეოსივრცითი სფეროს გაძლიერებას ეროვნულ, რეგიონულ და გლობალურ დონეზე. გეოსივრცით ფორუმზე ხელმისაწვდომია 300-ზე მეტი სასაუბრო პლატფორმა, ფორუმი 1500-ზე მეტ მონაწილეს შესაძლებლობას აძლებს საკუთარი საქმიანობა წარმოადგინოს. ფორუმში მონაწილეობა მიიღო გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახურის კოორდინატორმა გალაქტიონ ხახუბიამ და მონაწილეებს გააცნო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისების შემუშავება და უზრუნველყოფა; ფორუმის წევრებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს Geo-CORS - ის სადგურების მუშაობის შედეგებსა და მიღწევებზე, ასევე გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახურის მიერ წარმოდგენილი იყო ნორვეგიული პროექტი, “რუკები საქართველოს მდგრადი განვითარებისთვის“ კონფერენცია მიზნად ისახავს გეოსივრცითი სფეროს გაძლიერებას ეროვნულ, რეგიონულ და გლობალურ დონეზე.