GEOENG
 
 
8800282828
 
ორშსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   
23.04.2009: საქართველო ევროპის ნომერ პირველი რეფორმატორ ქვეყანად დასახელდა

მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) კვლევის “Doing Business”-ის მიხედვით განხორციელებული რეფორმების შედეგად საქართველო ნომერ პირველ რეფორმატორ ქვეყანად დასახელდა.

კვლევა ბოლო 5 წლის მონაცემებზე დაყრდნობით ჩატარდა და მასში 181 ქვეყნის მონაცმები მოხვდა. ქვეყნები დაყოფილი იყო 5 კატეგორიად. საქართველომ ევროპისა და ცენტრალური აზიის  ქვეყანებს შორის პირველი ადგილი დაიკავა.

საქართველოს სპეციალური სიგელი იმ რეფორმებისთვის გადაეცა, რომელიც ქვეყანამ ამ ხნის განმავლობაში უძრავი ქონების რეგისტრაციის, სამშენებლო ნებართვის გაცემის, ბიზნესის დარეგისტრირების გამარტივებისა და საგადასახადო სისტემაში გაატარა.

მსოფლიო ბანკისა და საერთასორისო საფინანსო კორპორაციის კვლევაში გაწერილია ყველა ის რეფორმა, რომლითაც საქართველო ევროპის ნომერ პირველი რეფორმატორი ქვეყანა გახდა.

მათ შორის არის უძრავი ქონების რეგისტრაციის სფეროში გატარებული რეფორმა, რომლის შეფასებაც პროცედურების რაოდენობის, დასარეგისტრირებლად საჭირო დროისა და ფასის ფაქტორების გათვალისწინებით ხდება.

2008 წელს უძრავი ქონების რეგისტრაციის სფეროში განხორციელებული რეფორმებით “Doing Business” რეიტინგში საქართველო მეორე ადგილზე გავიდა, 2007 წელს მეთერთმეტეზე, ხოლო 2006 წელს - მეთექვსმეტეზე.

“Doing Business” მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებული ყოველწლიური ანგარიშია, რომელიც ბიზნეს-რეგულაციებს მსოფლიოს 181 ქვეყანაში იკვლევს. გამოკვლეული ბიზნეს რეგულაციები მოიცავს ბიზნესის წარმოების 10 კატეგორიას: ბიზნესის დაწყება, ლიცენზიების აღება, მუშახელის დაქირავება, ქონების რეგისტრაცია, კრედიტის აღება, ინვესტორების დაცვა, გადასახადების გადახდა, ექსპორტ-იმპორტის ოპერაციები, კონტრაქტების აღსრულება და ბიზნესის დახურვა.

უკან უკან
ბეჭდვა
 

Created By: Pro-Service
Copyright © 2010 NAPR. All Rights Reserved.